Friday, March 21, 2014

                                      სასწავლო პროექტი
პროექტის სახელი:    ტაო-კლარჯეთში გაბნეული ობოლი მარგალიტები.
პროექტის მოკლე აღწერა:  მოსწავლეები სწავლობენ საქართველოს ფარგლებს გარეთ, კერძოთ ტაო-კლარჯეთში არსებულ წმინდა სავანეებს.
პროექტის სრული აღწერა:  მოსწავლეები სწავლობენ ამ  ეკლესია მონასტრების ისტორიას, მოიპოვებენ თქმულებებს და რეალურ ფაქტებს ამ ადგილებთან დაკავშირებით. მის როლს საქართველოს და მსოფლიოს ისტორიაში, ლიტერატურაში, ფერწერასა და ფოლკლორში. ამტკიცებენ მის მნიშველობას. აწყობენ მოსწავლეთა ნახატებისა და ფოტო-ნამუშევრების გამოფენას, გეგმავენ ექსკურსიას. მოსწავლეებს აგრეთვე შეუძლიათ დაწერონ ლიტერატურული ესეები და მეცნიერული სტატიები ამ ადგილების შესახებ. გამოიკვლიონ მისი გავლენა საქართველოს ცხოვრებაზე.
მოსწავლეთა ასაკი :      X-XI  კლასი  16-17 წელი
ვადები- ხანგრძლიობა: 2013 წლის  თებერვალი- აპრილი
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:  აქტივობები ტაძრების ისტორიული მნიშვნელობისა და გეოგრაფიული მდებარეობის შესახებ, ინფორმაციის მოძიება, ამ ადგილების  ამსახველი ხელოვნების ნიმუშების ( ლიტერატურა, მხატვრობა, კინო, თეატრი) მოძიება და ამ თემაზე დისკუსიების წარმოება, პრეზენტაციის მომზადება, ნახატების და ფოტო გამოფენების მოწყობა.
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტი რაც შეიძლება შეიქმნას:
შეიქმნება ბლოგი პროექტის შესახებ. შეიქმნება ვებ-გალერეა აღნიშნული ადგილების ფოტო მასალითა და ნახატებით. სკოლაში მოეწყობა მოსწავლეტა ნამუშევრების გამოფენები.მოსწავლეები მოამზადებენ პრეზენტაციას აღნიშნული ადგილების შესახებ. ეს პრეზენტაციაც განთავსდება პროექტის საიტზე.
სარგებელი სხვებისთვის : პროექტის საიტისა და სკოლაში მოწყობილი გამოფენების მნახველები გაიღრმავებენ ცოდნას ქართული მემკვიდრეობის, მისი მნიშვნელობის შესახებ.  მეტად გაუფრთხილდებიან ამ მემკვიდრეობას.
სამუშო ენა:  ქართული
საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს მრავალ საგანში. ისტორიაში ( შეისწავლიან რა ადგილის ისტორიას და მის როლს საქართველოს ისტორიაში). გეოგრაფიაში, ( ამ ადგილის გეოგრაფიული მდებარეობის განსაზღვრითა და კლიმატის გავლენით მასზე), ლიტერატურაში (ამ ადგილის მნიშვნელობის განსაზღვრით ქართულ ლიტერატურაში, თუ რომელი მწერლისა თუ პოეტის შემოქმედებაში ჰპოვა ასახვა, რა თქმულებები თუ ხალხური შემოქმედების ნიმუშებია მასზე შექმნილი), ხელოვნებაში (ამ ადგილების ამსახველი ნახატების, კინო ფილმებისა თუ სპექტაკლების მიმოხილვით, ნახატების შესრულებით,ფოტო გადაღებებით), საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში  (ინტერნეტში ამ ადგილებზე  მასალების მოძიებით, დამუშავებით, პრეზენტაციების მომზადებით, ვებ- გალერეაში სურათების ატვირთვით) და სხვა.
პროექტის ხელმძღვანელის სახელი: ნელი ლომოური
პროექტის ხელმძღვანელის  ელ-ფოსტა:nelilomouri7@gmail.com
Add caption